Sunday, 16 December 2018

მეცხრე დღე

დღეს გავაკეთე  ჩემი პროექტის-ყვავილოვანი მცენარეების პრეზენტაცია.  ასევე  მოვისმინე პრეზენტაცია კოლეგების  და გავუკეთე  კომენტარი  რაც  ავტვირთე  ბლოგზე.

Saturday, 15 December 2018

მერვე დღე

გავაგრძელეთ  მუშაობა სასკოლო  პროექტზე, ასევე ვიმუშავეთ  დიფერენცირებული სწავლების  შესახებ. აპარატული  და  პროგრამული  უზრუნველყოფა შევარჩიეთ. შემდეგ  ბლოგზე  გამოვიტანეთ ბლოგის  სტუმრები,ტექსტის  ბმულები, სურათების გაჯეტები.

Sunday, 2 December 2018

მეშვიდე დღე


დღეს  დავიწყე  სასწავლო პროექტის გეგმის  წერა.
გამოვაქვეყნე ბლოგზე.

Saturday, 1 December 2018

მეექვსე დღე

მეექვსე  დღეს დისკზე ავტვირთეთ სასწავლო  პროექტის  პრეზენტაცია და  გამოვაქვეყნე  ბლოგზე.
შევქმენით  პრეზენტაციის  განმავითარებელი შეფასების რუბრიკები, ავტვირთეთ  ფოსტის დისკზე.

Sunday, 18 November 2018

მესამე დღე

ტრენინგის  მესამე  დღეს სახელმძღვანელოდან  გავეცანი და  შევავსე შეფასების დროის  ჩარჩო ( შეფასების სტრატეგიები),  ასევე   შევავსე შეფასების  მოკლე მონახაზი.  მოვამზადე  პრეზენტაცია თემაზე,,ყვავილოვანი  მცენარეები".

Saturday, 17 November 2018

მეორე დღე


ტრენინგის  მეორე  დღეს დავიწყეთ  არსებული პროექტის გეგმის  შინაარსის  დაწერა.  ავირჩიე  თემა  ,,ყვავილოვანი  მცენარეები".  განვსაზღვრეთ  დრო, შევარჩიე საგნის  სტანდარტები და  არსებულ  პროექტზე  მუშაობისას მივუთითე  რა  შედეგებს  მიაღწევდნენ  მოსწავლეები.  დავსვი  საკვანძო  და  ზოგადი  კითხვები. პროექტი  საქაღალდე  ავტვირთე დისკზე.

Sunday, 11 November 2018

პირველი დღე

პირველი დღე  ტრენინგზე: გავეცანი ტრენინგის მიზანს,  როგორ  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  სასწავლო  პროცესის  დროს. შევქმენი პროექტის  საქაღალდეები . გავეცანი  პროექტის მოთხოვნებს. გავეცანი სასწავლო  პროექტის  შაბლონს. პროექტზე  მუშაობის  დროს  როგორ  განუვითარო  მოსწავლეებს  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.  შევქმენით ბლოგი. სახელმძღვანელოდან  გავეცანი უკვე  დაწერილი პროექტების  ნიმუშებს.